Accentnews.ge
კირბი: რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან კურსკის ოლქში გადაჰყავს

კირბი: რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან კურსკის ოლქში გადაჰყავს

16/08/2024 05:54:13 მსოფლიო

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პოზიციებიდან ჯარების ნაწილი კურსკის ოლქის მიმართულებით გადაჰყავს.

„ვხედავთ, რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი გადამისამართებულია კურსკის ოლქში. დარწმუნებით ვერ გეტყვით რამდენია“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ ვლადიმირ პუტინი დილემის წინაშე დააყენა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს დაიწყო. რეგიონში ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოღებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S