Accentnews.ge
ყირიმის ხიდზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან

ყირიმის ხიდზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან

16/08/2024 06:11:32 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის რიონში გამთენიისას აფეთქებები იყო. დაიკეტა ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი, – იუწყებიან რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები.

მათი ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები სავარაუდოდ, სარაკეტო შეტევას იგერიებდნენ.

BBC-ის ცნობით, რუსული მონიტორინგის არხი „პრიგრანიჩიე“ ირწმუნება, რომ ხიდის თავზე რვა რაკეტა ჩამოაგდეს.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "შავი ზღვის აკვატორიის თავზე გაანადგურეს ხუთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი ორი უეკიპაჟო კატერი". ამ ცნობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კონკრეტულ რაიონებს არ ასახელებს და არაფერს იუწყება სარაკეტო შეტევის შესახებაც.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის, იგივე ქერჩის, ხიდზე იერიში არაერთხელ მიიტანეს. მათგან ყველაზე ძლიერი იყო 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის ივლისში მომხდარი აფეთქებები, რომლებმაც ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S