Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინას კურსკის ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი აქვს

ზელენსკი: უკრაინას კურსკის ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი აქვს

16/08/2024 06:16:41 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი აქვს და იქ სამხედრო სამეთაურო პუნქტს აყალიბებს. ამის შესახებ მან უმაღლესი მთავარსარდლის სხდომაზე განაცხადა.

როგორც სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განმარტა, სამხედრო კომენდატურა მართლწესრიგს უზრუნველყოფს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იზრუნებს. მას სათავეში გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალიოვი ჩაუდგა.

სირსკის თქმით, 15 აგვისტოს მონაცემებით, კურსკში უკრაინის კონტროლის ქვეშ 82 დასახლებული პუნქტია.

"ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 35 კილომეტრით წაიწიეს წინ, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ხოლო 15 აგვისტოს, შუადღისთვის, - 500 მეტრიდან 1500 მეტრამდე მანძილზე", – განაცხადა გენერალმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S