
კანადამ უკრაინას მის მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა
16/08/2024 06:29:59 მსოფლიო
კანადამ უკრაინას მის მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა.
კანადის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, "უკრაინას თავისუფლად შეუძლია, გამოიყენოს კანადის მიერ გადაცემული ტანკები და ჯავშანტექნიკა რუსეთის ტერიტორიაზე".
„უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს. კანადა არ აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინას", - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.
15 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 82 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.