Accentnews.ge
მე–3 დღეა, თურქეთში ტყის ხანძარი მძვინვარებს

მე–3 დღეა, თურქეთში ტყის ხანძარი მძვინვარებს

16/08/2024 07:23:49 მსოფლიო

მე–3 დღეა, თურქეთში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჩანაქკალეს, ბოლუსა და მანისას პროვინციებში მდებარე ტყეებში გაჩნდა.

როგორც თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაკლიმ განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარს დასახლებულ პუნქტებამდე არ მიუღწევია, თუმცა ხელისუფლებამ სოფლების ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მაინც განახორციელა.

"ცეცხლის ქრობის პროცესი უკეთესობისკენ მიდის. იმედი მაქვს, ხვალისთვის სამივე ხანძარი ლიკვიდირებული იქნება", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ცეცხლის ქორბის პროცესში 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი და 265 სახმელეთო მანქანა, ასევე 1400 მეხანძრე/მაშველია ჩართული.

რამ გამოიწვია ხანძარი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S