
ლუკაშენკო უკრაინას და რუსეთს მოუწოდებს მორჩნენ "ჩხუბს" და დაიწყონ მოლაპარაკებები
16/08/2024 07:26:36 ევროპა, მსოფლიო
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთს და უკრაინას მოუწოდებს, დროულად დაიწყონ მოლაპარაკებები, "რათა არ დააჭირონ ყველაზე წითელ ღილაკს". ეს მოწოდება ლუკაშენკომ რუსეთის პროპაგანდისტული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.
კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შესახებ დასმულ კითხვაზე ლუკაშენკომ განაცხადა - "ბელარუსის და რუსეთის პერიმეტრზე უკვე დააჭირეს ამ წითელ ღილაკებს, დარჩა ბოლო, ყველაზე წითელი ღილაკი."
ამასთანავე, ლუკაშენკომ თქვა, რომ როდესაც ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოჩნდა, დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ არ გამოიყენებდა მას "სანამ არ დადმოაბიჯებენ ჩვენს სახელმწიფო საზღვარს.." ”ეს არის ჩვენი საკავშირო სახელმწიფოს საზღვარი”, - თქვა ავტორიტარმა ლიდერმა და აღნიშნა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთთან შეთანხმებები გულისხმობს სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
„უნდა ველოდოთ, სანამ ისინი დაარტყავენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ეს გააკეთეს საბჭოთა კავშირთან? არა! ამიტომ, ჩვენ მყისიერად და ადეკვატურად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ. „თუ მათ უნდათ, რომ ეს არ მოხდეს, მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი. ეს არ სჭირდებათ არც უკრაინელებს, არც რუსებს და არც ბელარუსებს, ეს ჩხუბი მათ სჭირდებათ."