Accentnews.ge
ლიეტუვამ ბელარუსში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვამ ბელარუსში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

16/08/2024 07:31:32 ევროპა

ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ცნობით, 16 აგვისტოდან ლიეტუვაში ბელარუსში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომობილის შესვლა იკრძალება.

აკრძალვა ვრცელდება ყველა სამგზავრო ავტომობილზე, მიუხედავად მფლობელის ან მძღოლის მოქალაქეობისა.

18 ივლისს, ბელარუსის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამგზავრო ავტომობილებისთვის დაწესებული შესვლის შეზღუდვა არ გავრცელდა იმ მანქანებზე, რომლებიც გაყდიდვისთვის არ არის გამიზნული, ასევე ბელარუსის მოქალაქეების კუთვნილ მანქანებზე, რომლებსაც აქვთ მოქმედი ვიზა ან დროებითი ბინადრობის ნებართვა ევროკავშირის ქვეყნებში.

პარასკევიდან აკრძალვა ვრცელდება ბელარუსში რეგისტრირებულ ყველა სამგზავრო ავტომობილზე.

16 ივლისიდან ბელორუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მანქანები ლატვიაში ვერ შედიან.

ესტონეთმა, ლატვიისა და ლიეტუვის შემდეგ, ასევე აკრძალა ბელარუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრებით სამგზავრო მანქანების შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S