Accentnews.ge
NATO–ს გენერალი: რუსეთის რეაქცია კურსკის მოვლენებზე ნელი და დაბნეულია

NATO–ს გენერალი: რუსეთის რეაქცია კურსკის მოვლენებზე ნელი და დაბნეულია

16/08/2024 08:57:03 მსოფლიო

ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესმა სარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა, რომ რუსეთი კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციაზე რეაგირების ფორმირებას ჯერ კიდევ ცდილობს და ჯერჯერობით ეს რეაქცია ნელი და დაბნეულია. გენერალს "ამერიკის ხმა" ციტირებს.

კავოლის აზრით, რუსეთის რეაქცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:

  • პირველ რიგში, არ არის გაუაზრებლობა იმისა, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციის შიგნით სამხედრო ოპერაციებზე;
  • მეორე – გამოთავისუფლებული ჯარების ნაკლებობა, რომელიც რუსეთს შეუძლია გადაისროლოს კურსკის რეგიონში ოპერაციის წინააღმდეგ.

„რუსეთი ჯერაც ამზადებს პასუხს უკრაინის შეჭრაზე. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ საკმაოდ ნელი და დაბნეული რეაქციაა. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ რუსეთს არ აქვს განსაზღვრული, ვის აქვს უფლებამოსილება. თავდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი სამხედრო ოპერაციებზე უკრაინის შიგნით, მაგრამ არა რუსეთის შიგნით, არა? ანუ ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა ყოფილიყო. მეორე – რუსეთს არ ჰყავს თავისუფალი ძალები, რომლებსაც იქ გადაიყვანს. უკრაინაში მყოფი რუსული სახმელეთო ძალების ჩართულობის დონე და წილი ძალიან მნიშვნელოვანია“,– თქვა გენერალმა.

კავოლი აღნიშნავს, რომ დანაყოფები, რომლებიც რჩებიან რუსეთში და ცდილობენ, გაუმკლავდნენ მსგავს პრობლემას, არიან წვევამდელები, რომლებსაც თეორიულად და იურიდიულად ეკრძალებათ უკრაინაში ბრძოლა. შესაბამისად, საუბარი არ არის იმ საბრძოლო ნაწილებზე, რომლებისგანაც სწრაფი რეაგირების მოლოდინი უნდა ჰქონდეთ.

ის ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კურსკის რეგიონში უამრავი საჰაერო ძალები განალაგა, მაგრამ უცნობია, რამდენი ქვეითი იქნება ჩართული და რა ეფექტი ექნება ამას.

"ზოგიერთი ქვედანაყოფები უკრაინის აღმოსავლეთიდან გადაიყვანეს. ცხადია, მათ უპირატესობა მიენიჭებათ სხვა დანაყოფებთან შედარებით. ვფიქრობ, რუსეთს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება მათი მხრიდან დროისა და ჯარების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით."

ასევე, უკრაინის არმიის მდგომარეობის შესახებ შეკითხვაზე კავოლიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინაშე წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად, ის გაოცებული იყო იმ სიახლეებით, რომლებიც უკრაინამ აჩვენა სამხედრო, ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით:

"უდავოდ არის გამოწვევები, მაგრამ უკრაინას ნამდვილად აქვს მათი დაძლევის უნარი“.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აბსოლუტურად გასაოცარი იყო, რისი გაკეთებაც უკრაინამ შეძლო მსოფლიოს, შესაძლოა, 50 სხვადასხვა ქვეყნის დახმარებით, რომლებიც ნებაყოფლობით გაერთიანდნენ, რათა დახმარებოდნენ უკრაინელებს თავიანთ ბრძოლაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S