Accentnews.ge
ეროვნული ბანკი: საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით, 700 მლნ დოლარით შემცირდა

ეროვნული ბანკი: საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით, 700 მლნ დოლარით შემცირდა

16/08/2024 09:07:52 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ აშშ დოლარი (815.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.8%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

რაც შეეხება გადარიცხვებს, ეროვნული ბანკის ცნობით, 2024 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.5 მლნ აშშ დოლარი (91.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის (28.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.1%-ით მეტია.

ამასთან, საყურადღებოა, რომ გზავნილები ყირგიზეთიდან 133.7%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან 38.7%-ით შემცირდა.

ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის ივლისში:

  • აშშ - $50.3 მლნ ( ზრდა 24.5%);
  • რუსეთი - $45.4 მლნ (კლება 38.7%);
  • იტალია - $48.8 მლნ (ზრდა 6.5%);
  • გერმანია - $24.7 მლნ (ზრდა 18%);
  • საბერძნეთი - $23.1 მლნ (ზრდა 5.8%);
  • ისრაელი - $21.6 მლნ (ზრდა 22.1%);
  • ყაზახეთი - $10.5 მლნ (კლება 35.9%);
  • თურქეთი - $9.1 მლნ (ზრდა 2.7%);
  • ყირგიზეთი - $7.8 მლნ (ზრდა 133.7%);
  • ესპანეთი - 7.04 მლნ ( ზრდა 17.6%).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S