Accentnews.ge
z–ბლოგერები: უკრაინელებმა კურსკში კიდევ ერთი რუსული კოლონა გაანადგურეს

z–ბლოგერები: უკრაინელებმა კურსკში კიდევ ერთი რუსული კოლონა გაანადგურეს

16/08/2024 09:13:59 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის რეგიონში სავარაუდოდ, გაანადგურეს კიდევ ერთი რუსული კოლონა,– ამის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მომხრე z–ბლოგერები იტყობინებიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შესახებ, რომელმაც გაიმეორა ის, რაც მოხდა რილსკთან გასულ კვირას (განადგურდა რუსული სამხედრო კოლონა ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით), პარასკევს ღამით განაცხადა რუსმა z–ბლოგერმა პლატონ მამატოვმაც.

მისი თქმით, კოლონა განადგურდა კორენევოს მახლობლად, რომლისთვისაც ბრძოლები კვირის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

”ომში იდიოტ მეთაურზე უარესი კატასტროფა არ არსებობს”, - დაწერა მამატოვმა და შემდეგ წაშალა "პოსტი". თუმცა მისი ინფორმაცია დაადასტურა "Romanov Light-მა: "კიდევ ვერ ისწავლეს კოლონების გადაადგილება".

მისი ინფორმაციით, თავდასხმა 16 აგვისტოს კორენევოსთან განხორციელდა.

9 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსი სამხედრო მოების კოლონას საზღვრიდან დაახლოებით 30 კმ-ში, როდესაც ტექნიკა მოძრაობდა რილსკისა და ლგოვის გავლით გზატკეცილზე. განადგურდა ტექნიკა და დაიღუპნენ სამხედროები. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რილსკოეზე თავდასხმის შედეგად 490 რუსი ჯარისკაცი შეიძლებოდა დაღუპულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S