როგორი ამინდი იქნება 27 იანვარს

26-01-2020 21:12:04 საზოგადოება

სინოპტიკოსები 27 იანვარს ღამის საათებში ყინვას პროგნოზირებენ, თუმცა უნალოქო ამინდს. კერძოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება.27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები