
მამუკა მდინარაძე: ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება და ხალხის სიყვარული - ამ კრიტერიუმებით, შევარჩიეთ დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ
16/08/2024 12:12:18 ციტატა
"ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება, ხალხის სიყვარული და პატივისცემა შესაბამის ოლქებში – ეს არის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. ოლქებში ვერ შეარჩიეს 30 ისეთი ადამიანი, რომელთაც გვერდზე მიაწერენ, რომ პარლამენტში მათი წარმომადგენელი იქნება გასვლის შემთხვევაში. არც ამდენი რეიტინგი აქვთ, რომ გამსვლელის სიაში ჩაწერონ ასეთი ადამიანები, არც ისეთი ხალხი ჰყავთ, რომ ასეთი ავტორიტეტი ადამიანები დააყენონ შესაბამის დელეგატებად, ამიტომ ისინი ახლა ისეთივე ცრუ პიარის გზას დაადგნენ, როგორც აქამდე აკეთებდნენ ხოლმე ამას“, – ამის შესახებ, "საზოგადოებრიი მაუწყებლის" ცნობით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.