Accentnews.ge
პუტინი აზერბაიჯანს 2–დღიანი ვიზიტით ეწვევა

პუტინი აზერბაიჯანს 2–დღიანი ვიზიტით ეწვევა

16/08/2024 12:45:01 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს სახელმწიფო მეთაურების მიერ სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტების ხელმოწერა იგეგმება.

"მხარეები განიხილავენ რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხებს, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებ“, – აცხადებენ კრემლში.

პუტინი აზერბაიჯანში ბოლოს 2018 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგი ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრო, მონაწილეობა მიიღო რუსეთ-აზერბაიჯანის რეგიონთაშორისი ფორუმის მეცხრე სხდომაში და შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S