მასშტაბური ოპერაცია ჩეჩნეთში – კადიროვის ფოტოების გამო ათობით ადამიანი დააკავეს

26-01-2020 23:08:07 კავკასია

ჩეჩნეთში რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის გამოსახულებით ფოტოკოლაჟის დამზადებისა და გავრცელების გამო 25 ადამიანი დააკავეს,– იუწყება ინტერნეტგამოცემა „კავკაზ.რეალიი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

გავრცელებულ ფოტოკოლაჟში კადიროვს მართლმადიდებელი ღვთისმსახურის სამოსი აცვია.

მედიასაშუალების ცნობით, დაკავებები 24 იანვარს რამდენიმე დასახლებულ პუნქტში განხორციელდა.

დაკავებულებს შორის მოზარდებიც არიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები