
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
16/08/2024 13:11:33 ეკონომიკა
16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6903 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.82 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9566 ლარი გახდა.