Accentnews.ge
ვინ არის კომენდანტი მოსკალევი და რა ამოცანებით დანიშნა კიევმა კურსკის დაკავებული ტერიტორიის ხელმძღვანელად

ვინ არის კომენდანტი მოსკალევი და რა ამოცანებით დანიშნა კიევმა კურსკის დაკავებული ტერიტორიის ხელმძღვანელად

16/08/2024 13:44:57 მსოფლიო

უკრაინის ჯარების სწრაფმა წინსვლამ რუსეთის ტერიტორიაზე აიძულა კიევი კურსკის ოლქის დაკავებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შექმნაზე ეზრუნა.

ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინა, რომ იქ მოეწყო სამხედრო კომენდანტის ოფისი, გენერალ-მაიორ ედუარდ მოსკალევის ხელმძღვანელობით.

BBC-ის თანამოსაუბრეები ედუარდ მოსკალევს ფუნდამენტურად არასაჯარო პიროვნებას უწოდებენ, რომელიც შეგნებულად გაურბის მედიის ყურადღებას. ღია არხებში იძებნება მხოლოდ ძირითადი ფაქტები, რომლებიც ზოგად შთაბეჭდილებას ქმნიან მის პროფესიულ გზაზე.

მოსკალევი 50 წლისაა. 2000-იან წლებში დაამთავრა კიევის ეროვნული თავდაცვის აკადემია. ცნობილია, რომ 2012 წელს იგი ხელმძღვანელობდა სატანკო პოლკს უკრაინაში ცნობილ "დესნას" სასწავლო ცენტრში.

2014 წლის სექტემბერში პოლკოვნიკმა მოსკალევმა მიიღო ბოგდან ხმელნიცკის მე-3 ხარისხის ორდენი, რაც მიუთითებს მის მონაწილეობაზე დონბასში ბრძოლებში რუსეთის შეჭრის პირველი თვეებიდან.

2018 წლის აგვისტოში, პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებულებით, ედუარდ მოსკალევმა მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

2022 წლის მარტში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დანიშნა მოსკალევი - მაშინდელი სახმელეთო ჯარების "ვოსტოკის" ოპერატიული სარდლობის შტაბის უფროსი – გაერთიანებული ძალების მეთაურად. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ხელმძღვანელობდა ჯარების ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში. პარალელურად მოსკალევმა მიიღო ბოგდან ხმელნიცკის მე-2 ხარისხის ორდენი.

ზელენსკიმ გენერალი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან 2023 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ამის შემდეგ მოსკალევი იყო ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ოდესის", ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის "დონეცკის" მეთაური, შემდეგ კი დაბრუნდა თავის წინა თანამდებობაზე ოდესაში.

2024 წლის 15 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ გამოაცხადა, რომ ედუარდ მოსკალევი დაინიშნა ახლად შექმნილი კომენდანტის ოფისის უფროსად, რომელიც იმუშავებს კურსკის რეგიონში.

”არავინ იცის ზუსტად რატომ დაინიშნა მოსკალევი კურსკის ოლქის კომენდანტად, მაგრამ გენერალურ შტაბშიც კი ხუმრობენ, რომ მისი სახელი შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი”, - ხუმრობს BBC-ის თანამოსაუბრე, რომელიც დაახლოებულია სახელმწიფოს სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

უკვე სერიოზულად, BBC-ის წყარომ მოსკალევი აღწერა, როგორც სიტყვაძუნი, საკმაოდ თავშეკავებული, საკმაოდ მკაცრი ადამიანი, რომელიც იხსნება მხოლოდ უახლოეს ნაცნობებთან.

ამავდროულად, მოსკალევი ხასიათდება, როგორც "სანგრის, და არა კაბინეტის" გენერალი, რომელიც დიდ დროს ატარებს ჯარისკაცებთან უშუალო კომუნიკაციაში - და, მაგალითად, არ უკადრისობს რიგითი ჯარისკაცის საკვებს.

”ის შემსრულებელია, ის არ ააშენებს პოტიომკინის სოფლებს[გამოთქმა გამოიყენება მოჩვენებითი კეთილდღეობის გამოსახატავად]”, - განუცხადა წყარომ BBC-ს. ალბათ ეს იყო მოსკალევის სუჯაში კომენდანტად დანიშვნის მთავარი მიზეზი.

ამ თანამდებობაზე, BBC-ის წყაროს თქმით, გენერალს არ მოეთხოვება სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობა - ამას სხვა ადამიანები აკეთებენ. მას გზავნიან კურსკის რეგიონში, მისი, როგორც მკაცრი და ეფექტური მენეჯერისა და ორგანიზატორის თვისებების გათვალისწინებით.

BBC-ის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ კურსკის ოლქში სარდლობისთვის შემდეგი ამოცანები განსაზღვრა: ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროს მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ჰუმანიტარული დახმარების გაცემა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვა საჭირო დახმარებას გაწევა, ამ ტერიტორიაზე ადამიანთა და ტვირთების ნაკადების ლოჯისტიკის მოწყობა, შექმნა პირობების ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობისთვის, რომლებიც მალე ეწვევიან კურსკის რეგიონს.

კომენდანტურს მოსკალევის ხელმძღვანელობით მოუწევს არა მხოლოდ შექმნას ნორმალური ცხოვრების გარკვეული სახე, რამდენადაც ეს შესაძლებელია დღევანდელ ვითარებაში, არამედ მთელ მსოფლიოს აჩვენოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჯარი სხვა სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. და ამით დემონსტრირებას მოახდენენ მკაფიო კონტრასტს რუს სამხედროების ქცევასთან უკრაინის მიწებზე, რომლებიც მათ დაიპყრეს 2022 წლიდან.

ამავდროულად, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზ კომენდანტურის შექმნა არ ნიშნავს, რომ კიევს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთის მიმართ - ამის შესახებ ხაზგასმით აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრმ. ხაზგამით აღინიშნა, რომ ქმნიან "უსაფრთხო ზონას" საკუთარი ხალხის დასაცავად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S