
რუსული მხარე კურსკის მახლობლად რუსი ჯარისკაცების დატყვევების ფაქტს ადასტურებს
16/08/2024 15:27:28 მსოფლიო
რუსული მხარე კურსკის მახლობლად რუსი ჯარისკაცების დატყვევების ფაქტს ადასტურებს, – იუწყება „ვიორსტკა" ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ოფიცერზე დაყრდნობით, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებაშია ჩართული.
საუბარია ბრინსკის რაიონში, კლინცში განლაგებულ სამხედრო ნაწილზე No1272, რომლის წვევამდელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონის საზღვარზე იმყოფებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მომენტისთვის.
ოფიცერმა აღნიშნა, რომ ჯერ არ ფლობს საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება ოფიციალურად აღიარონ პატიმრად ან დაკარგულად, მაგრამ აღნიშნა, რომ ის ასამდე სამხედრო მოსამსახურის ბედის გარკვევას ცდილობს.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.
15 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 82 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.