
ბენ კარდინი: არ არის გვიანი, რომ საქართველოს პარლამენტმა კურსი შეცვალოს
16/08/2024 16:37:15 ციტატა
"ვწუხვარ, რომ საქართველოში "უცხოელი აგენტების" კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება და შესაძლოა, ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობა წაართვას, რაც მძიმე შეცდომა იქნება. ძალიან დაგვიანებული არ არის, რომ საქართველოს პარლამენტმა კურსი შეიცვალოს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი სოციალურ ქსელში წერს.