Accentnews.ge
სირსკი: რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალები დაწინაურებას განაგრძობენ

სირსკი: რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალები დაწინაურებას განაგრძობენ

16/08/2024 17:39:10 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალები დაწინაურებას განაგრძობენ.

"დღეს ჩვენი ჯარები გარკვეული მიმართულებებით დაწინაურდნენ 1-დან 3 კილომეტრამდე. ბრძოლა ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება", – განაცხადა მან.

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ.

15 აგვისტოს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 82 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S