Accentnews.ge
2025 წლიდან ხორვატია სავალდებულო სამხედრო გაწვევას კვლავ დაუბრუნდება

2025 წლიდან ხორვატია სავალდებულო სამხედრო გაწვევას კვლავ დაუბრუნდება

16/08/2024 18:39:25 მსოფლიო

2025 წლიდან ხორვატია სავალდებულო სამხედრო გაწვევას კვლავ დაუბრუნდება, – იუწყება AP ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ივან ანუშიჩზე დაყრდნობით.

მინისტრის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ორი თვე იქნება.

როგორც მან აღნიშნა, სავალდებულო გაწვევის სისტემის აღდგენის გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით გამოწვეულ მზარდ დაძაბულობას ევროპაში და ბალკანეთის სახელმწიფოების სამხედრო სიძლიერის განვითარებას.

"ახლა არ არის დრო, რომ მოხდეს ფულის დაზოგვა ხორვატიის არმიის მოდერნიზაციასა და აღჭურვაზე. ეს არის მთავრობის პოზიცია, რადგან ის გარემოებები, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, არ გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ ეკონომია უსაფრთხოებაზე", - აღნიშნა ანუშიჩმა

მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ანაზღაურების გაზრდა იგეგმება.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ფორმის აღდგენას განიხილავენ ევროპის სხვა ქვეყნებიც. კერძოდ, სამხედრო გაწვევა გასულ წელს აღადგინა ლატვიამ. ამ საკითხზე დებატები მიმდინარეობს გერმანიაში, საფრანგეთში, რუმინეთსა და სერბეთში.

ხორვატიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური 2008 წელს გაუქმდა და ქვეყანა ნებაყოფლობითი სამსახურის ფორმაზე გადავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S