Accentnews.ge
ზელენსკი: ომს შვებულება არ აქვს

ზელენსკი: ომს შვებულება არ აქვს

19/08/2024 05:30:06 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს მიმართავს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დააჩქარონ.

„ძალიან გთხოვთ. ომს შვებულება არ აქვს, საჭიროა გადაწყვეტილებები, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა”, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ ალექსანდრ სირსკისთან შეხვედრრის შემდეგ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს მიმართავს.

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები პოზიციებს იცავენ ქვეყნის აღმოსავლეთში, რომელსაც რუსეთის ჯარები ინტენსიურად უტევენ.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები 6 აგვისტოდან სამხედრო ოპერაციას ატარებენ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სუმის ოლქთან მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქში, სადაც სარდლობის მონაცემებით, 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

უკრაინას კურსკის ოპერაციის მიზნებად გამოცხადებული აქვს თავისი ტერიტორიის დასაცავად რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა და მოსკოვის იძულება, კიევის პირობებით დასთანხმდეს სამართლიან მოლაპარაკებას. რუსეთის ხელისუფლება ამას გამორიცხავს და უკრაინას განადგურებით ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S