
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ
19/08/2024 05:49:10 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი განეიტრალებულია.
”უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფების, საჰაერო ძალების ავიაციისა და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის საზენიტო ბრძოლის შედეგად, მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ჩერკასის, ვინიცას, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის და დონეცკის ოლქებებში“, - აცხადებსსაჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკი.