
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
19/08/2024 06:24:12 მსოფლიო
აშშ-ის და სამხრეთ კორეის ჯარებმა ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს, რომლის მიზანი ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა, -იუწყება ABCNews.
შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა აცხადებენ, რომ მათი ერთობლივი წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა.
წვრთნებში მონაწილეობას, დაახლოებით, 19 000 სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსაურე მიიღებს. აშშ-ის არმიას კი არ დაუკონკრეტებია, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი ჩაერთვება წვრთნებში.
წვრთნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი წვრთნები არის "პროვოკაციული საომარი წვრთნები აგრესიისთვის".