
იუსტიციის მინისტრი ოპოზიციურ სპექტრს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და „ვადაგასული, გზააბნეული ტერორისტების კლუბს“ უწოდებს
19/08/2024 07:53:47 ციტატა
"კოლექტიური "ნაცმოძრაობის" უმისამართოდ მიმოფანტული ანასხლეტების გაერთიანება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ერთხელ აფეთქებული ხელყუმბარის ნაფლეთებისგან ახლის შექმნის მცდელობა. ვადაგასული გზააბნეული ტერორისტების კლუბი", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.