Accentnews.ge
ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია

ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია

27/01/2020 06:07:55 საზოგადოება

ვერის პარკის საკალათბურთო სასახლეში 69 კგ წონით კატეგორიაში, WBF მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი გათამაშდა.

Boxing Group Promotion-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ლაშა გურგულიანმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოქმედი მფლობელი იყო ტიტული 29 წლის ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონის WBO ვერსიით, მექსიკელი ედგარ „ნენე“ ორტეგას წინააღმდეგ 12 რაუნდიან ბრძოლაში დაიცვა. ქართველმა მოკრივემ მე-8 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

დღის მთავარი სატიტულო ბრძოლის გარდა 12 სარეიტინგო ორთაბრძოლაც გაიმართა სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საუკეთესო მოკრივეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S