Accentnews.ge
საქსტატი: 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა 12%-ით გაიზარდა

საქსტატი: 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა 12%-ით გაიზარდა

19/08/2024 09:30:59 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 4.235 მლნ ტონა 4 ტვირთი გადამუშავდა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამუშავება გაიზადა 44.2 %–ით; თხევადი ტვირთის - 33.9%–ით და ნაყარი ტვირთის - 21.9%–ით.

წლიურ ჭრილში გაზრდილი როგორც ნაყარი, ასევე თხევადი ტვირთის მოცულობა, გენერალურ ტვირთში კლებაა. უფრო კონკრეტულად, აპრილ-ივნისში, საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 1.43 მლნ ტონა თხევადი ტვირთი მიიღეს, გასულ წელს ამავე პერიოდში 1.3 მლნ ტონა იყო; გენერალური ტვირთის მოცულობამ 1.86 მლნ შეადგინა, 2023 წლის მეორე კვარტალში არსებული 1.97 მლნ ტონის შემდეგ, ნაყარი ტვირთები კი გაიზარდა 928 ათას ტონამდე (2023 წლის მეორე კვარტალი - 670.5 ათასი ტონა)

საქსტატაის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4311 გემი, რომელთა 33.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 33.2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 25.1 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3 პროცენტი - პანამის, 10.9 პროცენტი - მალტის, 9.3 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 46.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S