აშშ–ში კორონოვირუსის ეპიდემიისთვის ემზადებიან
27/01/2020 06:16:31 საზოგადოება
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმედს იტოვებენ, რომ კორონოვირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ამისთვის ემზადებიან. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანს მისი გადაცემა სიმპტომების გამოვლენამდეც შეუძლია.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ აქვს მტკიცებულება, რომ პაციენტები ინფექციას სიმპტომების გამოვლენამდე გადასცემენ, თუმცა ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთივე შემთხვევაში ინფიცირებულები ჩინეთის ქალაქ უხანში იყვნენ ნამყოფები.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონვარუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულია 2 700 ადამიანი. თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩინელი ექიმის მიმართვა და მან თქვა, რომ ხელისუფლება რეალურ მონაცემებს არ ანსაჯაროებს, და რომ მდგომარეობა გაცილებით რთულია, სამედიცინო პუნქტებს კი რესურსი არ ჰყოფნით და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.


