Accentnews.ge
კურსკის მოვლენებმა რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების სურვილი გაუქრო

კურსკის მოვლენებმა რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების სურვილი გაუქრო

19/08/2024 11:54:46 მსოფლიო

რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენების ფონზე პუტინს კიევთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გაუქრა.

როგორც ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა, "პირობები, რომელიც ვლადიმირ პუტინმა კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად წაუყენა (კერძოდ, ტერიტორიების დათმობა), კვლავ ძალაშია - ისინი არავის გაუუქმებია, თუმცა კურსის ავანტიურის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოსკოვი კიევთან საუბარს არ აპირებს და დიალოგის დაწყების შესაძლებლობას ვერ ხედავს".

ცნობისთვის: სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობები პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას პირველად 14 ივნისს წაუყენა. მათ შორის იყო ოთხი უკრაინული ოლქის (ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის) რუსეთისად აღიარება და ამავდროულად კიევის თანხმობა ნეიტრალურ და არაბირთვულ სტატუსზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამას ულტიმატუმი უწოდა და პუტინის პირობების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. კიევი კვლავინდებურად მოითხოვს უკრაინიდან რუსული ჯარის სრულად გაყვანას და 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას, რაც, მათ შორის, ყირიმის დეოკუპაციას ითვალისწინებს.

6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შეიჭრნენ. უკრაინული სარდლობის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ კონტროლს ექვემდებარება 1500-მდე კვ. კმ ტერიტორია და 82 დასახლებული პუნქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S