
ზელენსკი: უკრაინა კურსკში დასახულ მიზნებს აღწევს
19/08/2024 12:44:12 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებთ, კიევი კურსკში დასახულ მიზნებს აღწევს.
მისივე თქმით, უკრაინელებმა რუსი სამხედროები ტყვედ კიდევ აიყვანეს.
"დასახულ მიზნებს ვაღწევთ, ჩვენი სახელმწიფოსთვის ტყვეების გაცვლის ფონდში მორიგი მატებაც გვაქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, უკრაინის მთავარი მიზანია "გაანადგუროს რუსეთის რაც შეიძლება დიდი პოტენციალი და მაქსიმალურად აწარმოოს კონტრშეტევა", ბუფერული ზონის შესაქმნელად.
ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 15 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1150 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 82 დასახლებას აკონტროლებდნენ. დატყვევებული რუსი სამხედროების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა დამოუკიდებელი წყაროების მონაცემებით, იგი სავარაუდოდ, 2 ათასს მიუახლოვდა.