Accentnews.ge
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

19/08/2024 15:37:11 მსოფლიო

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა.

გერმანიის მთაავრობს ცნობით, დახმარების პაკეტი მოიცავს, მათ შორის IRIS-T SLS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, 155 მმ-იანი კალიბრის 14 ათას ტყვიას, Vector -ის ტიპის 16 დრონს სათადარიგო ნაწილებით, მასალებს ფეთქებადი ობიექტების გასანეიტრალებლად, Bergepanzer 2-ის ტიპის სარემონტო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას სათადარიგო ნაწილებით, 55 ათას პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებსა და MK 556 ტიპის 700 საიერიშო შაშხანას.

ამასთან, გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბერლინი სრულად უერთგულებს პირობას, დაეხმაროს უკრაინას მანამ, ვიდრე საჭირო იქნება. შესაბამისი განცხადება ამჯერად მთავრობის პრეს–მდივანმა ვოლფგანგ ბიუხნერმა გააკეთა.

"ბერლინი გააგრძელებს კიევისთვის საჭირო დახმარების მიწოდებას, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული ძალების მოგერიებაში. გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჩვენ დახმარებას ვამცირებთ, უბრალოდ არაზუსტია", – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S