Accentnews.ge
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას შეუძლია, დანიური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას შეუძლია, დანიური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

19/08/2024 15:46:26 მსოფლიო

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, უკრაინას შეუძლია, დანიური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს.

"თუ თავდასხმა აგრესორის ინფრასტრუქტურაზე ან სამხედრო ობიექტებზე ხდება, ეს სრულად შეესაბამება ომის წესებს. ვერ დააწესებთ საზღვარს, რომ იარაღი შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის თავდაცვითი ოპერაცია“, – აღნიშნა რასმუსენმა.

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 15 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1150 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 82 დასახლებას აკონტროლებდნენ. დატყვევებული რუსი სამხედროების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა დამოუკიდებელი წყაროების მონაცემებით, იგი სავარაუდოდ, 2 ათასს მიუახლოვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S