Accentnews.ge
პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მდებარე სახლები დაიტბორა, მთავარ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მდებარე სახლები დაიტბორა, მთავარ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

19/08/2024 16:46:05 მსოფლიო

პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სახლები, ქუჩები, მთავარ ავტომაგისტრალებზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

სტიქიის შედეგად ძირითადად, პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა.

ყველაზე რთული ვითარებაა ქალაქ ოსტრუვ ველკოპოლსკიში, სადაც ქუჩები დაიტბორა. ქალაქ ვტურეკში საბავშვო ბაღიდან ბავშვებისა და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო. ასევე, ქალაქ იაროცინში დაიტბორა მერიის შენობის ნაწილი. მოსახლეობას მოუწოდეს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S