Accentnews.ge
უკრაინა სამხრეთ ფრონტზე რუსეთის თავდასხმების ინტენსივობის შემცირების შესახებ იუწყება

უკრაინა სამხრეთ ფრონტზე რუსეთის თავდასხმების ინტენსივობის შემცირების შესახებ იუწყება

19/08/2024 17:10:38 მსოფლიო

უკრაინა სამხრეთ ფრონტზე რუსეთის თავდასხმების ინტენსივობის შემცირების შესახებ იუწყება. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის „ტავრიის“ პრეს–ატაშემ დიმიტრი ლიხოვეიმ გააკეთა.

„გასულ კვირასთან შედარებით, საომარი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა. თუ ვსაუბრობთ ზაპოროჟიეს რეგიონზე, ანუ ორეხოვსკისა და გულიაი-პოლიეს მიმართულებებზე, მაშინ უკვე მესამე დღეა, შეტაკებები არ არის", – განაცხადა მან.

მისივე თქმით, რუსები აგრძელებენ შეტევის მცდელობას ხერსონის რეგიონში, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ხიდებზე, რომელთაც უკრაინული არმია აკონტროლებს.

"თუმცა ეს არის სუსტი შეტევები რაზმის (დაახლოებით ათი ადამიანი) გამოყენებით და ჯავშანტექნიკის გარეშე", – დასძინა მან.

უკავშირდება თუ არა სამხრეთში საომარი მოქმედებების ინტენსივობის შემცირება კურსკის რეგიონში ბრძოლებს, მას არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 15 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1150 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 82 დასახლებას აკონტროლებდნენ. დატყვევებული რუსი სამხედროების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა დამოუკიდებელი წყაროების მონაცემებით, იგი სავარაუდოდ, 2 ათასს მიუახლოვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S