
ბლინკენი: ისრაელი აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დათანხმდა
19/08/2024 19:24:02 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელი დათანხმდა შეთანხმებას, რაც ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტას და ღაზაში მძევლების გათავისუფლებას და იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს "ჰამასს", რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
ამის შესახებ ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორსაათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი შეთანხმების დეტელებს არ აკონკრეტებს.
აშშ, ეგვიპტე და კატარი თვეებია, ცდილობენ შუამავლობას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.