Accentnews.ge
მთელს აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო

მთელს აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო

27/01/2020 07:21:31 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის მთელს ტერიტორიზე დღეიდან ელექტროენერგიის განრიგით მიწოდების რეჟიმი ამოქმედდა. მიზეზად ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონე სახელდება. კომპანია “ჩერნომორენერგოს” მიერ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, სოხუმის აღმოსავლეთ ნაწილში, სოხუმის, ოჩამჩირეს, გულრიფშის რაიონებში, ასევე ბიჭვინთაში ელექტროენერგიის მიწოდება ყოველდღიურად ადგილობრივი დროით 00:00-დან 02:00 და 15:00-დან 17:00 სთ-მდე შეწყდება; სოხუმის დასავლეთ ნაწილსა და გუდაუთის რაიონის აღმოსავლეთში, ასევე გაგრის რაიონში – 02:00-დან 04:00 და 17:00-დან 19:00 სთ-მდე; სოხუმის ცენტრალურ ნაწილში, გუდაუთის რაიონის დასავლეთში, გალისა და ტყვარჩელის რაიონებში – 04:00-დან 06:00 და 19:00-დან 21:00 სთ-მდე. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები რუსეთიდან ელექტროენერგიის გადმოქაჩვამდე გაგრძელდება და საკითხი უკვე გადაჭრის სტადიაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S