Accentnews.ge
ტურისტს, რომელიც ველოსიპედით მოგზაურობს, თბილისში ველოსიპედი მოპარეს

ტურისტს, რომელიც ველოსიპედით მოგზაურობს, თბილისში ველოსიპედი მოპარეს

27/01/2020 07:30:18 სამართალი

ბრიტანელ მოგზაურს, რომელიც ველოსიპედით სხვადასხვა ქვეყნებს სტუმრობს, თბილისში, 2 დღის წინ, ველოსიპედი მოპარეს.

ამის შესახებ მოგზაური Facebook-ის ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia წერს.

როგორც როუენ კემპბელი ამბობს, მან მოგზაურობა სინგაპურიდან დაიწყო და 11 ქვეყანას ესტუმრა. ველოსიპედით კი 7500 კილომეტრი გაიარა, - "მინდა კვლავ გავაგრძელო ჩემი მოგზაურობა, მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ მომიწევს დავასრულო. თუ ვინმემ შენიშნა ჩემი ველოსიპედი სადმე, გთხოვთ დამიკავშირდით", - წერს ტურისტი.

მოგზაურის თქმით, მან პოლიციას უკვე მიმართა, მაგრამ, როგორც იგი განმარტავს, იმ ტერიტორიაზზე, საიდანაც ველოსიპედი მოიპარეს, კამერების არარსებობის გამო პოლიციას უჭირს დაკარგული ნიივთის ძებნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S