Accentnews.ge
აშშ ტრამპის და ჰარისის შტაბებზე კიბერთავდასხმის გამო პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს

აშშ ტრამპის და ჰარისის შტაბებზე კიბერთავდასხმის გამო პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს

20/08/2024 08:17:17 მსოფლიო

შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI), ნაციონალური დაზვერვის ბიურომ(DNI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ (CISA) 19 აგვისტოს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, ქვეყანაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეიმჩნევა ირანის სულ უფრო აგრესიული აქტიურობა, კერძოდ, ამერიკული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული გავლენის ოპერაცია და საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ მიმართული კიბეროპერაციები.

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ ჰაკერებმა შეაღწიეს შიდა ელექტრონულ მიმოწერაში და ეს კიბერშეტევა ირანის მიერ იყო ორგანიზებული. 13 აგვისტოს კიბერშეტევის შესახებ განაცხადა დემოკრატების კანდიდატის კამალა ჰარისის შტაბმაც.

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების საარჩევნო შტაბებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს.

თეირანში ბრალდებას უარყოფენ. გაერო–ში ირანის წარმომადგენლობამ 19 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, თეირანს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის განზრახვა და მოტივი არ აქვს და ამერიკის ბრალდებები არაფრით გამყარებული არ არის. თეირანმა ვაშინგტონს მიმართა, მტკიცებულებები წარმოადგინოს.

აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S