Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": "წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის, ჯეირან ომანაძის, ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს"

"ფლანგვის დეტექტორი": "წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის, ჯეირან ომანაძის, ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს"

20/08/2024 11:30:16 საზოგადოება

"წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს და აქდდან 27 მლნ ლარი უკვე დაერიცხათ" - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ ჯეირან ომანაძე, გარდა დეპუტატობისა, ამ დროისთვის "ქართული ოცნების" შემწირველია, ხოლო 2010-2014- წლებში ის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი იყო.

''ჯეირან ომანაძე 2010-2014 წლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო საკრებულოში, ხოლო 2014-2017 2023-2024 წლებში მისმა კომპანიებმა 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, საიდანაც 27 მილიონი ლარი უკვე დარიცხულია კომპანიების ანგარიშებზე.

ჯეირან ომანაძე „ქართული ოცნების“ შემომწირველიცაა - საკუთარი სახელით მან პარტიას 120,000 ლარი, ხოლო ერთ-ერთი კომპანიის სახელით 15,000 ლარი შესწირა.

საკრებულოს წევრისა და მის მიერ მოგებული მილიონობით ღირებულების ტენდერების შესახებ „ფლანგვის დეტექტორი“ 2020 და 2022 წლებშიც წერდა.'' - წერს ფლანგვის დეტექტორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S