Accentnews.ge
მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევის შესახებ იუწყებიან

მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევის შესახებ იუწყებიან

21/08/2024 05:59:38 მსოფლიო

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევის შესახებ იუწყებიან.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გამთენიისას მოსკოვთან აფეთქებები იყო. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა აფეთქებები უკრაინული დრონების მოსაგერიებლად რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობით ახსნა.

პირველი ცნობა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა მოიგერიეს, სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ადგილობრივი დროით 04:02 საათზე. მოსკოვის მერი წერდა, რომ წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. პოდოლსკი მოსკოვის ცენტრიდან 36 კილომეტრში მდებარეობს.

პირველი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ სობიანინმა ტელეგრამ–არხზე კიდევ ორჯერ დაწერა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისკენ მიმავალი დრონების მოგერიებას განაგრძობენ.

მისი მტკიცებით, დილის ექვსის ნახევრისთვის ჩამოგდებული იყო რვა დრონი, თუმცა სად, მას არ დაუკონკრეტებია.

მოგვიანებით, 05:43 საათზე სობიანინმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს.

"უპილოტო საფრენი აპარატებისგან მოსკოვის ეშელონირებულმა დაცვამ წარმატებით მოიგერია ყველა შეტევა და საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ 10 დრონი ჩამოაგდეს. ეს იყო მოსკოვზე შეტევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა“, – განაცხადა სობიანინმა.

უკრაინას რუსეთის დედაქალაქზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S