
სამტრედიაში 72 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით 36 წლის კაცი დააკავეს
21/08/2024 06:08:37 სამართალი
სამტრედიაში 72 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით 36 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს - 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.