Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: როსტოვის ოლქში განთავსებულ რუსეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა განვახორციელეთ

უკრაინის გენშტაბი: როსტოვის ოლქში განთავსებულ რუსეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა განვახორციელეთ

21/08/2024 07:22:29 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებმა თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან ერთად დარტყმა განახორციელეს როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის მახლობლად განთავსებულ რუსეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე S-300–ზე.

გენშტაბის ინფორმაციით, გასულ ღამით განხორციელებული შეტევით გამოწვეული აფეთქებების შედეგების დასაზუსტებლად დაზვერვა მუშაობს.

"რუსეთი S-300 ტიპის კომპლექსებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე დარტყმების, სახლების ნგრევისა და სამოქალაქო მოსახლეობის დატერორებისთვის იყენებს . ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს სამიზნეების განადგურებამაქსიმუმ 200 კილომეტრის მანძილზე შეუძლია", – აცხადებენ გენშტაბში.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა 21 აგვისტოს შუაღამის შემდეგ ტელეგრამ–არხითით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოლქის დასავლეთში უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. გოლუბევის წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. გუბერნატორს კონკრეტული რაიონი არ დაუსახელებია. უკრაინის მიერ მითითებული ქალაქი ნოვოშახტინსკი როსტოვის ოლქის დასავლეთში მდებარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S