Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი: "ჩვენი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ვიძლევით, ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა შეზღუდონ"

ჯანდაცვის მინისტრი: "ჩვენი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ვიძლევით, ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა შეზღუდონ"

27/01/2020 10:06:27 საზოგადოება

ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით.

„შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიმართულებით, რომ აქტიური ინფორმაცია გვქონდეს. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლს ქვეშ და გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია ავიახაზებიდან, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ფრენას თუ რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან იწყებს ფრენას და შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც დღემდე საჭირო იყო, გატარებულია სამინისტროსა და სახელმწიფოს მხრიდან. ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გაადებულია. დღეს ჩვენ გვექნება კიდევ დამატებითი შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდეგ რეისებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ვაჭრობის კუთხით რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს.

„ამ ეტაპისთვის ვაჭრობის კითხით არანაირი შეზღუდვების დაწესებაზე არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია და რეკომენდაცია მიღებული. არც ვაქცინის შემუშავებაზე არ გვაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, თუმცა ერთი დადებითი ფაქტი, რომელიც გაჟღერდა დღეს დილით საერთაშორისო მედიაში არის ის, რომ 11 სამედიცინო პერსონალი, რომელიც იმყოფებოდა ადგილზე, განკურნებულია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება.

ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებიანი არც ერთი ადამიანი არ დაფიქსირებულა.

„რამდენიმე დღეა საქართველოში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომ პროფილაქტიკა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ინფექციის შემოტანის, რადგან ჩინეთთან გვაქვს ინტენსიური მიმოსვლა. თუ გამოჩნდა საეჭვო შემთხვევა, სწრაფად მოხდეს მისი ევაკუირება ოთხიდან ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ საზღვარზე შემოვიდა, ჩინეთის დაახლოებით, 144 მოქალაქე სხვადასხვა რეისებით და საქართველოდან გავიდა, დაახლოებით, 110 ადამიანი. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S