
უკრაინის პარლამნტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა
21/08/2024 11:31:42 მსოფლიო
უკრაინის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
მისი ცნობით, რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი 281-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უკრაინამ რომის წესდებას ხელი 2000 წლის იანვარში მოაწერა, თუმცა ის რატიფიცირებული არ ჰქონდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს რატიფიკაციის წინადადებით 15 აგვისტოს მიმართა. მისი თქმით, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. "რატიფიკაცია გააძლიერებს ICC-ის ეფექტიანობას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მუშაობაში", ამბობს პრეზიდენტის თანაშემწე ირინა მუდრა.