"ყველა ის ექიმი, რომელიც ამოწმებს მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა"
27/01/2020 10:18:15 საზოგადოება
როგორც ვიცი, ეგ ტყუილია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგი პირველი და მეორე რიგის დაცვითი საშუალებების, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.
მისივე განმარტებით, ყველა ექიმს, რომელიც დღეს მგზავრებს ესაუბრება, აღჭურვილია შესაბამისი ფორმით.
„ყველა ის ექიმი, რომელიც დღეს ესაუბრება მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა, მაგრამ თუ გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები, მაშინ კიდევ უფრო მაღალი დაცვის საშუალებები არსებობს, რომლის მარაგი ქვეყანას აქვს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


