Accentnews.ge
მდინარაძე: "ვის პირობებში შეიძლება, დაიტრაბახოს ქართველმა, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება? -  პასუხი „ქართული ოცნებაა“

მდინარაძე: "ვის პირობებში შეიძლება, დაიტრაბახოს ქართველმა, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება? -  პასუხი „ქართული ოცნებაა“

21/08/2024 16:51:03 ციტატა

"საკუთარ თავს, ყველა ამომრჩეველმა უნდა დაუსვას შეკითხვა: რა არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, ქართული ოცნება? - ერთიანი საქართველო, უწყვეტი მშვიდობა, ოჯახების კეთილდღეობა, შენარჩუნებული ტრადიციული ღირებულებები, რეალურად დამოუკიდებელი საქართველო, მართლმადიდებლური ფასეულობები და ა.შ. და თუ ამ ყველაფერზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და აქ საკამათო არაფერია, შემდეგ კითხვაზეც მარტივი გამოდის პასუხი ძალიან - ვის პირობებშია გარანტირებული ეს ყველაფერი? ვისი მმართველობის, ვისი ხელისუფლების პირობებშია გარანტირებული მშვიდობა, დეოკუპაციის და ევროინტეგრაციის გზაზე სწორი სვლა, ტრადიციული და მართლმადიდებლური ღირებულებების და ფასეულობების შენარჩუნება და ვის პირობებში შეიძლება დაიტრაბახოს ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება? - პასუხი აქაც „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მცხეთაში "ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S