
კობახიძე: ივანიშვილი არის მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი ქვეყანაში და რისკებიც, პირველ რიგში, სწორედ მასთანაა დაკავშირებული
21/08/2024 17:53:17 ციტატა
„თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები. იცით, რომ მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არის მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური. ამ ქვეყანაში სწორედ ბიძინა ივანიშვილია მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი და რისკებიც, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში არის სწორედ მასთან დაკავშირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია უსაფრთხოების ზომების ის ფორმა, რომელიც დღეს იქნა მიღებული. თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში - ეს ერთი და იცით, ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ყველაფერზეა წამსვლელი. წელიწადში 140 ადამიანს კლავდნენ ციხეებში, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს მათთვის ადამიანის სიცოცხლეს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს და შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ზომები”,- განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში, სადაც "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიება გაიმართა.
ბიძინა ივანიშვილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თანაპარტიელებისგან განსხვავებულ ადგილას იდგა, მის წინ კი მინის დამცავი ბარიერი იყო დამონტაჟებული.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021