Accentnews.ge
რუსული ტელეგრამ– არხები: რუსეთის ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს

რუსული ტელეგრამ– არხები: რუსეთის ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს

22/08/2024 05:58:30 მსოფლიო

ტელეგრამში რამდენიმე რუსული სამხედრო არხი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვართან მდებარე კლიმოვოს რაიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ეს წყაროები ამტკიცებენ, რომ საქმე არ ეხება დიდ იერიშს. მათი ცნობით, "უკრაინის მხრიდან ბრძოლაში ჩაება დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი რამდენიმე მსუბუქი დაჯავშნილი მანქანის მხარდაჭერით".

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის მხარე ინფორმაციას არ ავრცელებს.

ბრიანსკის ოლქი ესაზღვრება როგორც უკრაინას, ისე ბელარუსს. კლიმოვოს რაიონი სამი ქვეყნის საზღვრების შესაყართან მდებარეობს. ამ რაიონიდან 150 კილომეტრამდეა კურსკის ოლქის იმ რაიონებამდე, სადაც ამჟამად საბრძოლო მოქმედებებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S