Accentnews.ge
აშშ–მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი გაგზავნა

აშშ–მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი გაგზავნა

22/08/2024 06:18:16 მსოფლიო

აშშ–მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი გაგზავნა. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ცნობით, "Abraham Lincoln" უკვე რეგიონშია.

ვაშინგტონმა რეგიონში თავისი სამხედრო ძალების გაზრდა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის და ისრაელისადმი ირანის მუქარის გამო გადაწყვიტა.

ავიამზიდი "Abraham Lincoln" აღჭურვილია ავიაგამანადგურებლებით F-35C და F/A-18 Block III. ფლაგმან სამხედრო გემს თანხლებას უწევს 21-ე ესკადრა [სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების დიდი შენაერთი].

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში იმყოფება ამერიკული ავიამზიდი "Theodore Roosevelt" და ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავი "USS Georgia"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S