Accentnews.ge
უკრაინა რუსეთში რადიოკავშირის ცენტრზე, აეროპორტსა და საავიაციო ბაზაზე იერიშის შესახებ იუწყება

უკრაინა რუსეთში რადიოკავშირის ცენტრზე, აეროპორტსა და საავიაციო ბაზაზე იერიშის შესახებ იუწყება

22/08/2024 06:25:56 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვის ინფორმაციით, 21 აგვისტოს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რადიოკავშირის ცენტრზე, აეროპორტსა და საავიაციო ბაზაზე იერიში მიიტანეს.

მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს მოსკოვის აეროპორტ „ოსტაფიევოს“, როსტოვის ოლქში მდებარე ავიაბაზა „მილეროვოს“ და რადიოკავშირის ცენტრს, რომლის ადგილმდებარეობა ბუდანოვს არ დაუკონკრეტებია.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოპერაციისთვის 50-მდე დრონი გამოიყენეს. როგორც მან აღნიშნა, რუსეთისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი დაზუსტების ეტაპზეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S