Accentnews.ge
რუსეთი სამხედრო ობიექტზე დრონებით შეტევას ადასტურებს

რუსეთი სამხედრო ობიექტზე დრონებით შეტევას ადასტურებს

22/08/2024 06:46:06 მსოფლიო

22 აგვისტოს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის იმ რაიონზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. ცნობები, რომ მარინოვკის რაიონში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გამთენიისას აფეთქებები იყო, თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.

დილით რუსეთის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ბოჩაროვის განცხადება, რომლის თანახმად, "თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მარინოვკის რაიონში მოიგერიეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა და მათი დიდი ნაწილი განადგურებულია“.

ამასთან, ბოჩაროვის თქმით, დრონის ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე“.

გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ არის.

თავის ობიექტზე არაფერი უთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მიერ დილით გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ვოლგოგრადის ოლქში 13 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა ვოლგოგრადის აეროპორტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S